მარიამ არჩემაშვილი 18 წლის ქართველი გოგონაა, რომელსაც მოულოდნელად ეწვია სერიოზული აღიარება. ამ გოგონას ჯერჯერობით უფრო მეტად სოციალური ქსელის მომხმარებელი იცნობს, რადგან მის ფოტოებს გამუდმებით აზიარებენ მისი თაყვანისმცემლები. მალე ალბათ ცნობილი ჟურნალების გარეკანებს დაამშვენებს, არა მხოლოდ საქართველოში, რადგან მისით იტალიის მოდის ინდუსტრია დაინტერესდა. კიდევ უფრო საინტერესოა მარიამი იმითაც, რომ ბუნებრივი სილამაზე აქვს და როგორც ინტერვიუში გამოტყდა, არ უყვარს მაკიაჟი.
- მარი, 18 წლის ხარ და სად სწავლობ?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.
- ბავშვობიდან თუ გიფიქრია მოდელობაზე, შენი გარეგნობის გამო, და თუ გრძნობდი საერთოდ, რომ გამორჩეული გარეგნობა გქონდა?
- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არასდროს მიფიქრია მოდელობაზე, ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი. არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ კარგი გარეგნობით გამოვირჩეოდი და მეტიც, თითქმის არავის არასდროს არ უთქვამს, "რა ლამაზი ხარო", ან რაიმე მსგავსი...
- გასაკვირია... გვიამბე, როგორ აღმოგაჩინა აგენტმა – გიორგი პაპიძემ, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მოდელის, ბიანკა ბალტის სოციალური მედიის ასისტენტი?
- გიორგიმ შემთხვევით დამინახა ჭავჭავაძის გამზირზე - უნივესიტეტში მივრბოდი ლექციაზე, დამედევნა და გამაჩერა. იქვე მთხოვა, გვეთანამშრომლა. თავიდან გამეცინა და ვუთხარი, მე მგონი სხვა გოგონა გჭირდებათ მოდელობისთვის-მეთქი, ამაზე უკვე გიორგის გაეცინა
გაგრძელება და ფოტოგალერეა