სროლა პარიზის კაფეში და იღბლიანი ქალი, რომელიც ტერორისტმა ვერ მოკლა - სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები

სროლა პარიზის კაფეში და იღბლიანი ქალი, რომელიც ტერორისტმა ვერ მოკლა - სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები

ინტერნეტში სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა იმ კაფედან, სადაც 13 ნოემბერს ტერორისტმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

ჩანაწერში ჩანს, რომ თავდამსხმელმა ქუჩიდან დაცხრილა შენობა და მის წინ მსხდომი სტუმრები.

კლიენტები და მომუშავეები ტყვიებისგან გაქცევას მაგიდის ქვეშ და ბარში დამალვით ცდილობენ. ერთ-ერთი ქალი, რომელიც კაფეს ვერანდაზე იმყოფებოდა, მხოლოდ იმიტომ გადაურჩა სიკვდილს, რომ ტერორისტს წამით იარაღი გაეჭედა, შემდეგ კი ქალის მოკვლას გაქცევა ამჯობინა. გადარჩენილმა მოასწრო კაფეში შესვლა. როდესაც სროლა შეწყდა, კაფეში მყოფებმა სასწრაფოდ დატოვეს შემთხვევის ადგილი.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა