აშშ "ისლამური სახელმწიფოს" სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს

აშშ "ისლამური სახელმწიფოს" სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატები "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ტაქტიკას ცვლის და ამჯერად მისი სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა განაცხადა.

"მზად ვართ ჩვენი მონაწილეობის წესები შევცვალოთ. ჩვენ შევცვალეთ ტაქტიკა, როგორც ეს ბენზინმზიდებთან დაკავშირებით იყო", - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ამერიკა თავს არიდებდა ასეთ ობიექტებზე დარტყმებს იმის გამო, რომ ამ დარგში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო დასაქმებული. პარიზის ტერაქტების შემდეგ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა გადაწყვეტილება, რადგან ამ დარგიდან მიღებულ მოგებას ტერორისტები იღებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა