სოფელი, რომელიც ამერიკული ბომბებითაა აშენებული

სოფელი, რომელიც ამერიკული ბომბებითაა აშენებული

1964-1973 წლებში, ვიეტნამის ომის დროს, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა 1.6 მილიონ ტონაზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს ლაოსის თავზე კომუნიზმის შესაჩერებლად, რაც საბოლოოდ წარუმატებელი შედეგით დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ ცხრა წლის განმავლობაში საშუალოდ, ყოველ რვა წუთში ერთი ბომბებით დატვირთული თვითმფრინავი ყრიდა ქალაქში ასაფეთქებელს. ეს გაცილებით დიდი რაოდენობაა, ვიდრე ევროპის თავზე ჩამოგდებული ბომბები მეორე მსოფლიო ომის დროს. ამის გამო ლაოსი მსოფლიოში ყველაზე მძიმედ დაბომბილი ქვეყანაა. ომი ათწლეულების წინ დასრულდა, მაგრამ სასიკვდილო მემკვიდრეობა დატოვა. მაშინდელი ამუნიციის დაახლოებით 30% არ აფეთქებულა. ისინი დღემდე განაგრძობენ მოულოდნელ დროს და მოულოდნელ ადგილებში დეტონაციას.

მიუხედავად ამისა, ლაოსელმა ხალხმა გადაწყვიტა მასიური განადგურების იარაღი სასიკეთოდ გამოეყენებინა და ისინი საზოგადოებისთვის სარგებლის მომტან ნივთებად აქცია. კონტეინერები, ნავები, სახლის სახურავები, ყვავილების სარგავი - ბომბებმა უწყინარი ფუნქცია შეიძინეს.

ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ სურათებს, რომელზეც აღბეჭდილია ლაოსის სოფელი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული ბომბებითაა შექმნილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია anonhq.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა