მალიში, სასტუმრო "რედისონში" დაახლოებით 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს

მალიში, სასტუმრო "რედისონში" დაახლოებით 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს

მალის დედაქალაქ ბამაკოში, შეიარაღებული პირები სასტუმროში "რედისონ ბლუ" შეიჭრნენ და დაახლოებით 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა უცხოური მედიასაშულება ავრცელებს. მათივე ცნობით, შენობიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ხმა ისმის.

"სავრაუდოდ, ეს არის მძევლების აყვანის მცდელობა. ადგილზე უკვე მობილიზებულია პოლიცია და მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია", - წერს reuters.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეიარაღებული პირები შენობაში ”ალაჰ აკბარს” ყვიროდნენ.

"ფრანც პრესი" კი იუწყება, რომ სროლები სასტუმროს მეშვიდე სართულზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ სასტუმროს 190 ნომერი აქვს. ცნობილია, რომ სასტუმროს მფლობელი ამერიკელია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა მომხდარს მძევლების აყვანის ოპერაციას უწოდებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა