მალიში, "რედისონში" თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა - "შეიარაღებულები შენობაში "ალაჰ აკბარს" ყვიროდნენ"

მალიში, "რედისონში" თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა - "შეიარაღებულები შენობაში "ალაჰ აკბარს" ყვიროდნენ"

მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო "რედისონში" შეიარაღებული პირების შეჭრის შემდეგ სულ მცირე 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დაღუპულთა შორის 2 მალის მოქალაქეა, ერთ კი ფრანგი.

ასევე, უცხოური მედია წერს, რომ შეირაღებულმა პირებმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ და თავდამსხმელების მოთხოვნა, ყურანი წაეკითხათ, შეასრულეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებული პირები შენობაში "ალაჰ აკბარს" ყვიროდნენ.

აღნიშნულ სასტუმროს 190 ნომერი აქვს. სროლები სასტუმროს მეშვიდე სართულზე მიმდინარეობს.

სასტუმროს ხელმძღვანელობა მომხდარს მძევლების აყვანის ოპერაციას უწოდებს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა