"ქვეყანაში "სერიოზული" ვითარებაა შექმნილი" - რა ხდება ბელგიაში ტერაქტების მოლოდინში

"ქვეყანაში "სერიოზული" ვითარებაა შექმნილი" - რა ხდება ბელგიაში ტერაქტების მოლოდინში

ბელგიაში ტერაქტების საშიშროება არსებობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა, თავდასხმები შესაძლოა ქვეყნის სხვადასხვა წერტილში შეიარაღებულმა პირებმა განახორციელონ, რომლებსაც იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვთ. პრესკონფერენციაზე მან მოსახლეობას მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ.

"ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღეთ", - განაცხადა მიშელმა.

თავის მხრივ, ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში "სერიოზული" ვითარებაა შექმნილი, თუმცა სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონეა გამოცხადებული. ქუჩებში პოლიცია პატრულირებს, მობილიზებულია სამხედრო ძალები. დედაქალაქის ცენტრში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიას" შეიარაღებული სამხედროები იცავენ.

უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს მაღაზიების, სასტუმროებისა და ღირშესანიშნაოების ტერიტორიაზე, ბრიუსელის მეტროპოლიტენი კი ხვალამდე დაიხურა.

ბელგიის მთავრობა ასევე, მიმდინარე კვირას დაგეგმილი ყველა საფეხბურთო მატჩის გაუქმების რეკომენდაციით გამოვიდა.

ხელისუფლება ურჩევს დედაქალაქის მცხოვრებლებს, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან და მოუწოდებს, სამართალდამცავი ორგანოების განკარგულებები ზედმიწევნით შეასრულონ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა