საქართველომ საბავშვო ევროფესტივალზე მე-10 ადგილი დაიკავა

 საქართველომ საბავშვო ევროფესტივალზე მე-10 ადგილი დაიკავა

რიგით მე-13 საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული, 185 ქულით, საკონკურსო სიმღერით Not My Soul, მალტის წარმომადგენელი დესტინი (Destiny Chukunyere) გახდა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა სომხეთის წარმომადგენელი, 176 ქულით.

2015 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა "ვირუსმა" სიმღერით "გაბედე" მე-10 ადგილი დაიკავა.

2015 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა სოფიაში 21 ნოემბერს ჩატარდა.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველომ პირველად 2007 წელს მიიღო მონაწილეობა. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება