ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერაყში,"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები, შიიტებზე თავდასხმებისას, დანაღმულ სათამაშოებს - "სიკვდილის თოჯინებს" იყენებენ.
ისინი ასაფეთქებელ მოწყობილობას ძირითადად თოჯინებში ამონტაჟებენ და იმ გზაზე ყრიან, რომელსაც მომლოცველები გადიან ბაღდადიდან კერბელასკენ, რომელიც შიიტებისთვის წმინდა ქალაქია. 18-მდე ასეთი სასიკვდილო სათამაშოა უკვე ნაპოვნი.
ერაყის მთავრობა მოქალაქეებს აფრთხლებს, იყვნენ ყურადღებით და არ შეეხონ მათთვის უცხო საგნებს.