QUARTZ: ქალი, რომელმაც უკრაინის პოლიცია გარდაქმნა

QUARTZ: ქალი, რომელმაც უკრაინის პოლიცია გარდაქმნა

2014 წლის ბოლოს ეკა ზღულაძემ საკუთარ თავზე აიღო უკრაინის პოლიციის რეფორმირება მაშინ, როდესაც მოქალაქეების უმეტესობა "მილიციას" კორუფციასთან და უმოქმედობასთან აიგივებდა. თუმცა ზღულაძეს რაღაც მსგავსი უკვე ჰქონდა გაკეთებული - საქართველოში პოლიციის რეფორმა მან განახორციელა და სწორედ ამან გაუთქვა სახელი საზღვარგარეთ.

ის აგრეთვე იდეალური სახე იყო მომავალი ცვლილებისთვის: მიმზიდველი ქალი, რომელიც გათხოვილი იყო რაფაელ გლუკსმანზე, ფრანგი ფილოსოფოსის ანდრე გლუკსმანის შვილზე, მას ჰქონდა მხარდაჭერა დასავლეთიდან და ცვლილებების დესპანის წარმომავლობა.

ასე რომ, ზღულაძეს მისცეს უკრაინის მოქალაქეობა, პრესტიჟული ტიტული - შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და გამოწვევების დიდი ნუსხა, რაზეც უნდა ემუშავა. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საპატრულო პოლიციის რეკრუტირება.

ორ კვირაში 34 000 განცხადება შევიდა პატრულად მუშაობის დაწყების მსურველების, აირჩა მხოლოდ 2000, იქიდან - 500 ქალი. ამერიკა ეხმარებოდა დაფინანსებაში და წვრთნიდა მწვრთნელებს, ავსტრალიამ და საფრანგეთმა აღჭურვილობის ნახევარი შეიძინა. ათ კვირაში ახალი პატრული მზად იყო სამსახურისათვის.

საპატრულო პოლიციის რეკრუტირება უკვე სხვა ქალაქებშიც იწყება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზღულაძის რეფორმის მხოლოდ დასაწყისია, ეს დასაწყისი ნამდვილად იმედისმომცემია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია qz.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა