მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბელგიელებს მოუწოდა, არ გაევრცელებინათ პოლიციის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, მოქალაქეებმა კატების ფოტოების გავრცელება დაიწყეს

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბელგიელებს მოუწოდა, არ გაევრცელებინათ პოლიციის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, მოქალაქეებმა კატების ფოტოების გავრცელება დაიწყეს

კვირას ღამით ბრიუსელში პოლიციამ დიდი ანტიტერორისტული რეიდი განახორციელა. სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას მოუწოდეს, არ გაემჟღავნებინათ ინტერნეტში პოლიციელების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, თუ თვალს მოკრავდნენ მათ.

ბელგიის დედაქალაქი მკაცრ იზოლაციაშია პარიზის ტერაქტის მონაწილე სალაჰ აბდესლამზე გამოცხადებული ძებნის გამო. სოციალურ ქსელ ”ტვიტერზე” ხალხი ფართოდ განიხილავდა რეიდის საკითხს.

თუმცა ორშაბათს, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, არ გაეთქვათ პოლიციელები, "ტვიტერზე" მომხმარებლებმა დაიწყეს კატების ვიდეოების და ფოტოების დაპოსტვა და ასე გადაწყვიტეს გადაეფარათ ოპერაციის დეტალების აქტუალობა.

დღის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 16 ადამიანი დააკავეს. ბელგიის მთავრობამ თანამშრომლობისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა