რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდების საკითხზე დღეს ნატოს უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. როგორც "ფრანს პრესი" იტყობინება, ალიანსის სხდომა თურქეთის მიმართვის საფუძველზე ჩატარდება.

არსებული ინფორმაციით, თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და, გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა