12 საათიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა - "სუ-24"-ის გადარჩენილი შტურმანი სირიაში რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს

12 საათიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა - "სუ-24"-ის გადარჩენილი შტურმანი სირიაში რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს

სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რუსული "სუ-24"-ის შტურმანი გადარჩენილია, ის სირიაში რუსულ ბაზა "ჰმეიმიმზეა" გადაყვანილი. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხდა. მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია რუსმა და სირიელმა სპეცრაზმელებმა ერთობლივად ჩაატარეს.

"ოპერაცია წარმატებით დასრულდა. შტურმანი ჩვენს ბაზაზეა გადაყვანილი. ის ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა შოიგუმ.

მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია 12 საათს გაგრძელდა. რაც შეეხება, სუ-24-ის მფრინავს, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ის დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა