ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე გულისამაჩუყებელ ამბავს ყვება, რომელიც მის მეგობარს გადახდა.
"აი, თუ არ არიან უკეთილშობილესი ადამიანები... სოფო ხუციშვილმა დღეს საფულე დაკარგა ფულით და საბუთებით.... ხოდა, ვიღაც კაცს, იქვე მომუშავე დარაჯს, სადაც საფულე დაკარგა, უპოვია და უკლებლივ ყველა თეთრი ხელუხლებელი დაუბრუნა... თან მოძებნა საგანგებოდ დაკარგული საფულის პატრონი.. ვერავინ გაიგებდა, სად წავიდა დაკარგული თანხა, ეს დარაჯი ასეთი კეთილშობილი რომ არ ყოფილიყო!
მაბედნიერებს ასეთი ამბები", - წერს ინგა.
იხილეთ ასევე: "აესე მენდო, ტოო, იმედს როგორ გავუცრუებდი..." - ნამდვილი ქართული ამბავი, რომელმაც უამრავ ადამიანს გული გაუთბო