მალიში გაეროს მშვიდობისმყოფელთა ბაზაზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მალიში გაეროს მშვიდობისმყოფელთა ბაზაზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მალიში გაეროს მშვიდობისმყოფელთა ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 14 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ორი მშვიდობისმყოფელი გვინეიდან არის და ერთი ადგილობრივი სამოქალაქო პირია, რომელიც ბაზაზე კონტრაქტით მუშაობდა.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, თავდასხმა მალის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ კიდალში განხორციელდა.

სამშვიდობო მისიის ინფორმაციით, ტერორისტებმა ბაზის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თავდასხმა დილის 4 საათზე განხორციელდა.

მალიში გაეროს სამშვიდობო მისია 2014 წლიდან მოქმედებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა