ორც თურქული მედია იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
უწყება მოქალაქეებს ურჩევს, ვიზიტი რუსეთში "სიტუაციის გარკვევამდე" გადადონ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იმ სირთულეების გამო მიიღეს, რომელიც ბოლო დღეებში თურქ ბიზნესმენებსა და ტურისტებს რუსეთში შეექმნათ.
ურთიერთობა რუსეთ-თურქეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა ავიაციამ რუსული "სუ-24" ჩამოაგდო.