The Washington Post: კრიზისის გამო, ბერძენი სექს-მუშაკები მომსახურებას სენდვიჩის ფასად ჰყიდიან

The Washington Post: კრიზისის გამო, ბერძენი სექს-მუშაკები მომსახურებას სენდვიჩის ფასად ჰყიდიან

საბერძნეთში არსებული ექვსწლიანი ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ახალგაზრდა ბერძენი სექს-მუშაკები მომსახურებას სენდვიჩის ფასად ჰყიდიან.

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც 17 ათასზე მეტი სექს-მუშაკის საქმიანობის კვლევა მოხდა, აღმოსავლეთ ევროპაში საბერძნეთში ყველაზე მეტი სექს-მუშაკი ქალია, ხოლო სექს-მუშაკის მომსახურება ყველაზე იაფია სწორედ საბერძნეთშია.

„საბერძნეთში ზოგიერთი ქალბატონი ამას მხოლოდ ყველის ღვეზელის ან სენდვიჩის სანაცვლოდ აკეთებს, რომ შიმშილით არ მოკვდეს“, - განუცხადა „ლონდონ თაიმსს“ ათენის პანტეინის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგორი ლაქსოსმა, რომელმაც კვლევას სამი წელი მოანდომა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის დაწყების პერიოდში სექს-მუშაკის მომსახურება 50 ევრო ღირდა, ახლა სექს-მუშაკთან 30 წუთის გატარება 2 ევროდაც არის შესაძლებელი.

ამერიკული გამოცემის თანახმად, სექს-მუშაკთა მომსახურების ფასი მსოფლიო მასშტაბით დაეცა, რადგან ინტერნეტში სულ უფრო მატულობს ასეთი მომსახურების ონლაინ საიტები.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა