პოლიციამ პარიზში გამართულ აქციაზე ასამდე ადამიანი დააკავა

პოლიციამ პარიზში გამართულ აქციაზე ასამდე ადამიანი დააკავა

პარიზში, კლიმატის სამიტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, სამართალდამცავებმა 100-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.

პოლიციის ხელმძღვანელის მიშელ კადოს განცხადებით, დადგენილია 200-დან 300-მდე ადამიანის ვინაობა, რომლებმაც დაარღვიეს მასობრივი აქციების ჩატარებაზე დადგენილი აკრძალვა, რაც ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო არსებობს.

დღევანდელი აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა