სირიის ქალაქში სასიკვდილო თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ

სირიის ქალაქში სასიკვდილო თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ

44 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ორშაბათს საჰაერო თავდასხმის შედეგად სირიაში, იდლიბის პროვინციაში, რაშიც რუსეთს ადანაშაულებენ. შეტევები ქალაქ არიჰაში განხორციელდა, რომელსაც ამბოხებულთა ალიანსი აკონტროლებს. ადგილობრივმა საინფორმაციო "არხმა არიჰა ალ იუმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეიდი რუსულმა გამანადგურებლებმა განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. რუსულმა საჰაერო ძალებმა დარტმების განხორციელება 30 სექტემბერს დაიწყეს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდასაჭერად.

მოსკოვში აცხადებენ, რომ მათი გამანადგურებლების სამიზნე "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები არიან, მაგრამ აშკარაა, რომ რუსული საჰაერო ძალები ამბოხებულ ჯგუფებზე უფრო ფოკუსირდებიან, ვიდრე "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებზე.

მომზადებულია en-maktoob.news.yahoo.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა