ამერიკის შეერთებული შტატები, პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყანაში უვიზოდ შესვლის პროგრამას ამკაცრებს. ამის შესახებ საუბარია ინფორმაციაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
"პარიზში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, ასევე იმის გამო, რომ მუქარები გრძელდება უცხოელი ტერორისტების მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატები ამკაცრებს თავის უვიზო პროგრამას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ამერიკული მედია წერს, რომ ეს პროგრამა საშუალებას აძლევს კონკრეტული სახელმწიფოების მოქალაქეებს, აშშ მოინახულონ ტურისტული და საქმიანი მიზნებით სამ თვემდე ვადით ვიზის მიუღებლად.