69 წლის ყოფილი პატიმარი ოტის ჯონსონი ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთვის" გადაღებული საინტერესო სიუჟეტის გმირი გახდა. ამერიკელმა პოლიციელზე თავდასხმისთვის ციხეში 44 წელი გაატარა. ჯონსონი 2014 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.
ამ დროისთვის მისთვის ჩვეული სამყარო საგრძნობლად შეიცვალა. პროგრესი განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროზე აისახა. ნიუ-იორკში, თაიმ-სქვერზე აღმოჩენილი ოტისი განცვიფრებით უყურებდა ვიდეორგოლებს ნაგებობების ფანჯრებზე.
ოტისი შეაშინა გამვლელებმა, რადგან, ფაქტობრივად, ყველას ყურსასმენები ეკეთა - თავიდან იფიქრა, რომ ისინი საიდუმლო აგენტები იყვნენ.
"დავინახე, რომ ადამიანები საკუთარ თავს ესაუბრებიან, შემდეგ დავაკვირდი, ყველა მათგანს ყურში რაღაც ეკეთა. არ ვიცი, რა არის ეს. ტელეფონი? ისინი მათ აიფონებს უწოდებენ", - ჰყვება შთაბეჭდილებებზე ჯონსონი.
ოტისი დასძენს, რომ მისი კიდევ ერთი გაოცება სუპერმარკეტში პროდუქტის ასორტიმენტმა გამოიწვია: "არასოდეს მინახავს მსგავსი რამ. არაქისის კარაქი და ჯემი ერთ ქილაში? რა უცნაურია..."
ჯონსონი 25 წლის ასაკში ჩასვეს ციხეში. გათავისუფლების დროს კი 69 წელი შეუსრულდა. ნათესავების უმეტესობა უკვე ცოცხალი აღარ არის, ამიტომაც მას არაკომერციული ორგანიზაცია Fortune Society ეხმარება, რომელიც ყოფილ პატიმრებს ჰარლემში საცხოვრებლით უზრუნველყოფს და ზრუნავს მათზე.
ოტის ჯონსონი ავტობუსით მგზავრობას ამჯობინებს, რომ ყურადღებით დააკვირდეს და მოუსმინოს სხვებს. მოსწონს მზიან ამინდში სეირნობა და ხალხის დაკვირვება.
საღამოობით ოტისი პარკში დადის და მედიტირებს. ცდილობს, ყურადღება არ გაამახვილოს პრობლემებზე. მისი აზრით, განრისხება ხელს შეუშლის მის პიროვნულ ზრდას და ვერ განვითარდება.
დუდანა ზაქარაია
AMBEBI.GE