საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა ავარიის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. სოზარ სუბარის ავტომობილი ტაქსის შეეჯახა. შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მოხდა. ამ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი ეხმაურება.
ასევე იხილეთ| რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება სოზარ სუბარის ავარიას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა
"უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები... გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს.
სოზარი მივლინებით მიდიოდა სამეგრელოში. მძღოლი და სოზარი მსუბუქად არიან დაშავებულები", - წერს მინისტრის მეუღლე.
ასევე იხილეთ| სოზარ სუბარის განცხადება ავარიისა და გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ