2015 წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილები

2015 წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილები

2015 წელს ძალიან ბევრი ქორწილი ვიხილეთ ქართულ შოუ ბიზნესში. გთავაზობთ ბედნიერ წყვილებს, რომლბმაც გასულ წელს ქართული პრესის ყურადღება დაიმსახურეს.

წლის დაწაწყისში ერთ ერთმა პირველებმა დაქორწინება სოფო ბედიამ და მიშა მესხმა გადაწყვიტეს. ამ წყვილს თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თავად სოფოც ამბობდა, რომ ის განათხოვარი და ბავშვიანი ქალი იყო და ისეთ მამაკაცს მოჰყავდა ცოლად, რომელსაც ადრე ოჯახი არ ქონია. სოფო ქორწილში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ ქორწილიდან ძალიან მალე მომღერალმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ცხვირის რინოპლასტიკის შემდეგ, სოფო ბევრად ლამაზი გახდადა. მაშინ წერდნენ, ჯობდა ჯერ ოპერაცია გაეკეთეინა და მერე გადაეხადა ქორწილიო. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა. წყვილმა ქორწილზე ცეკვის დიდი ნიჭი გამოავლინა. მოგვიანებით კი ''ეკა ხოფერიას'' შოუში ისეთი ცეცხლოვანი ''მაკარენა'' შეასრულეს, ბევრი გაოცებული დარჩა.

დიდხანს საუბრობდნენ დიზანიერ ლაკო ბუკიას და რეზიკო მანჯგალაძის ზღაპრულ ქორწილზე, რომელიც წყვილმა ჩაქვში გადაიხადა. ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, მილიონერ გოდერძი ბუკიას ქალიშვილის ქორწილს მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ნუკი კოშკელიშვილის გათხოვებას ბენ ჩეიმზე კი ყვითელი პრესა ნამდვილად არ ელოდა. ნუკი ''მარაო რუსთავი 2''-ზე და ''კომედი შოუს'' სერილში აქტიურად იყო დაკავებული, გარდა ამისა ყვითელ პრესაში დაიწერა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ნუკიმ ფეხი მოიტება და ასეთ მდგომარეობაში მიატოვა ის ამერიკელმა შეყვარებულმა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება