რომელ ქვეყნებში იკრძალება ჩადრი და რატომ

რომელ ქვეყნებში იკრძალება ჩადრი და რატომ

სენეგალის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩადრის ტარების აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავენ. მათი თქმით, სამოსი, რომელიც სახეს ფარავს, შეიძლება შეიარაღებულ ბოევიკს მალავდეს.

სენეგალი ერთადერთი ქვეყანა არაა, რომლის მთავრობაც მძიმე ჩადრის აკრძალვას მოითხოვს. ანალოგიური კანონი უკვე ოთხ აფრიკულ ქვეყანაშია შემოღებული.

ჩადრის ტარება ცოტა ხნის წინ აკრძალეს სამ ცენტრალურ აფრიკულ ქვეყანაში - ჩადში, გაბონსა და კონგოში (ბრაზავილი). კამერუნმა სამოსის ტარება ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში აკრძალა. ჩადში აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც თვითმკვლელმა, რომელსაც ჩადრი ეცვა, ივნისში თავი აიფეთქა და დედაქალაქ ნჯამენში 33 ადამიანი იმსხვერპლა. კამერუნში ორმა ჩადრში გამოწყობილმა ქალმა აიფეთქა თავი საჯარო ადგილას, რასაც 13 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

2012 წელს საფრანგეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მამაკაცებსა და ქალებს სახის დაფარვა საჯარო ადგილებში აუკრძალა. საფრანგეთის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი საჯარო ადგილებში ჩადრის, ნიქაბის, ბურკას, ნიღბის ან სხვა სახის დამფარავი აქსესუარის ტარების აკრძალვას.

ფრანგული კანონი აგრეთვე ეხებოდა მათ, ვინც ქალებს აიძულებდა სახის დამალვას. ასეთ ადამიანებს გირაო და ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ. 2012 წელს საფრანგეთის მაგალითს ბელგიაც მიჰყვა და ნებისმიერი სამოსი აკრძალა, რომელიც იდენტობის ამოცნობას უშლიდა ხელს.

ჰოლანდიაში 2007 წელს სრულად აკრძალეს სკოლებში ჩადრის ტარება, მოგვიანებით კი ყველა საჯარო თავშეყრის ადგილზეც. ამჟამად დასავლეთ ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანაშია აკრძალული ჩადრის ტარება, დანარჩენებში რეგიონალური შეზღუდვები მოქმედებს. ბარსელონაში აკრძალულია სახის დაფარვა საჯარო შენობებსა და ბაზარში. დანიაში იგივე აკრძალვა მოქმედებს სასამართლოებში. ჩადრი აკრძალულია გერმანულ ქალაქ გესენში და იტალიის ზოგიერთ ქალაქებში.

მომზადებულია baltnews.lv-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა