ახალშობილის "ლომკა" - რა ემართება ჩვილს, რომლის დედა ნარკოდამოკიდებულია

ახალშობილის "ლომკა" - რა ემართება ჩვილს, რომლის დედა ნარკოდამოკიდებულია

ახალშობილთა აბსტინენტური სინდრომი (NAS) აშშ-ში უკანასკნელი ათწლეულის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მდგომარეობა ჩვილებში იმის გამო ვითარდება, რომ ორსულობისას დედა ოპიოდებს, ან ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს, როგორებიცაა მორფინი, კოდეინი, ჰიდროკოდონი, მეტადონი და სხვა.

[იხილეთ ვიდეო]

ეს ნივთიერებები პლაცენტიდან ჩვილის ორგანიზმში ხვდება და ემბრიონი დედის მსგავსად,  წამალზე დამოკიდებული იბადება.

მემკვიდრეობით მიღებული დამოკიდებულება კი ახალშობილებში ე.წ "ლომკას" იწვევს. ეს კადრები, რომელზეც ასახულია ახალშობილი "ლომკისთვის" დამახასიათებელი სიმპტომებით, ვირჯინიას ჰოსპიტალშია გადაღებული. მომატებული მგრძნობელობა, სპაზმი, შეუჩერებელი კანკალი - ეს იმ სიმპტომების ნაწილია, რომელიც ასეთ ჩვილებს ახასიათებთ.

ბიჭუნა, რომელიც ვიდეოზეა ასახული, რამდენიმეკვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ გამოკეთდა და ექიმებმა იგი სახლში გაწერეს.

ჰოსპიტალმა ვიდეომასალა Reuters-ს მიაწოდა იმისთვის, რომ საზოგადოებამ კარგად გააცნობიეროს, რა ტრავმული შეიძლება იყოს ახალშობილისთვის აღკვეთის სინდრომი, ანუ "ლომკა".

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა