"კარფური" ხუთეულს მიღმა აღმოჩნდა...

"კარფური" ხუთეულს მიღმა აღმოჩნდა...

საცალო ვაჭრობა ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი და მომგებიანი ინდუსტრია, რომელიც მილიარდებს ითვლის. გასული საუკუნის დასაწყისში კუთხის მაღაზიებიდან დაწყებული ბიზნესი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში უზარმაზარ ჰიპერმარკეტებს აერთიანებს, კონკურენციის დაუნდობელ სფეროდ იქცა. კომპანიები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი წილის ზრდისთვის და ამ სეგმენტში ლიდერობას მხოლოდ რჩეულები ინარჩუნებენ. დღეს მსოფლიოს უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი გიგანტებიდან რამდენიმე მათგანი ოჯახების მფლობელობაშია, რამდენიმე კი წილობრივი ბიზნესია.

თანამედროვე ქალაქები უკვე წარმოუდგენელია ჰიპერმარკეტების გარეშე. თბილისშიც კი ამ დროისთვის რამდენიმე ჰიპერმარკეტი არსებობს, თუმცა საქართველოში მოთამაშე მსხვილი კომპანიებიდან მსოფლიო გიგანტების ჩამონათვალში მხოლოდ „კარფური“ მოხვდა, რომელიც ძირითადად სამეულში იყო, მაგრამ ბოლო რეიტინგში მან პოზიციები დათმო.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმსხვილეს საცალო სავაჭრო კომპანიების ათეულს, რომელიც არ მოიცავს ინტერნეტ მაღაზიებს, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ დოლარის კურსის მკვეთრმა ზრდამ და ევროს შესუსტებამ ლიდერ პოზიციებზე ამერიკული კომპანიები წამოწია. ათეულში 7 ამერიკული კომპანია მოხვდა, დანარჩენი სამი კი ევროპული ბრენდია.

10. Walgreen Co.

დაარსება: 1901წ

ქვეყანა: აშშ

შემოსავალი: $71.6 მლრდ

ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 8500 მაღაზიას მოიცავს.

9. Target Corporation

დაარსება: 1902წ

ქვეყანა: აშშ

შემოსავალი: $ 72.6 მლრდ

ამერიკის რიგით მეორე ყველაზე დიდი ფასდაკლებების მქონე კომპანიაა. ის ქვეყნის მასშტაბით 1700 მაღაზიით ოპერირებს, ხოლო კანადაში 127 ფილიალი აქვს.

8. Metro AG

დაარსება: 1964წ

ქვეყანა: გერმანია

შემოსავალი: $ 72.9 მლრდ

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გლობალიზებული საცალო კომპანია მსოფლიოში და საკუთარ ქვეყანაში ყველაზე დიდი წილის მქონე საცალო სავაჭრო ბრენდი. ის ევროპის 25, აზიის 5 და აფრიკის 1 ქვეყანაში ოპერირებს.

7. The Home Depot, Inc.

დაარსება:1978წ

ქვეყანა: აშშ

შემოსავალი: $ 78.8 მლრდ

ეს არის საოჯახო ნივთებისა და სამშენებლო მასალების საცალო სავაჭრო კომპანია ამერიკიდან, რომელიც მოიცავს 2 263 მაღაზიას ამერიკის, მექსიკისა და პუერტო-რიკოს მასშტაბით.

6. Carrefour S.A.

დაარსება: 1958წ

ქვეყანა: საფრანგეთი

შემოსავალი: $ 83.1 მლრდ

Carrefour - ეს არის კომპანია, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა არგენტინა, ბრაზილია, ჩინეთი, არაბული ქვეყნები და სხვა, თუმცა მისი მთავარი ბაზარი მაინც ევროპაა.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ პირველი ხუთეული

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა