"გარეთ გამოსვლა­ წამებად მექცა, ხან ვინ გამომეკიდებოდა და ხან ვინ, - ობოლი ყოფილხარ, გიშვილებთო" - "თუში მეცხვარე" ზურიკო

"გარეთ გამოსვლა­ წამებად მექცა, ხან ვინ გამომეკიდებოდა და ხან ვინ, - ობოლი ყოფილხარ, გიშვილებთო" - "თუში მეცხვარე" ზურიკო

სატელევიზიო მრავალსერიიანი ფი­ლმი "თუში მეცხ­ვარე" 1976 წელს გამოვიდა. მასში დოკუმენტურად არის გადმოცემული თუში მეც­ხვარეების ყოფა. ფილმის პერ­სონაჟებს, მთავარი გმირის გარდა, ადგ­ილობრივი მცხოვრებნი გან­ასახიერებენ. ჩვენი რესპონდენტი გიორგი სულაკაურიც ერთ-ერთი მათგანია.

გიორგი სულაკაური: - "ჩემამდე ზურიკოს როლისთვის 500 ბავშვი ჰყოლიათ ნანახი. ჩვენი ოჯახი ალვანში ცხოვრობდა. სცენარისტი ვალერიან სულაკაური მამაჩემის ძმაა, ერთ დღეს რეჟისორ სოსო ჩხაიძესთან ერთად გვესტუმრა. კაცები­ სუფრას უსხდნენ, მე ეზოში ხის ხმალს ვთლ­იდი, ვიღაც კაცი კი სურათებს მიღებდა. ძალიან გავხალისდი, ერთი ფოტოს გადაღებისას თვალიც კი ჩავუკარი. ამით დასრულდა ჩვენი შეხვედრა და დაიწყო ეს ყველაფერი...

მერე ალვანში გადამღები ჯგუფი ჩამო­ვიდა. ფილმის დირექტორმა დედაჩემს უთხრა, თქვენი შვილი გადასაღებად უნდა წავიყვანოთო. დედამ იფიქრა, რა მოხდა, თუ რამდენიმე დღით წაიყვანენო, თუმცა, გადაღება 4 წელიწად-ნახევარი გაგრძელდა... მეუბნებოდნენ: კამერაში არ იყუროო, ეს 6 წლის ბავშვისთვის ცოტა ძნელია.

ზოგჯერ ავიწყდებოდათ, რომ პატარა ვიყავი და ვერ ვუძლებდი ხანგრძლივ გადაღებას. არაერთხელ მიტირია, მშია-მეთქი...

გამიჭირდა იმ სცენის გადაღება, როდესაც თავგადახოტრილს ინტერნატში მაბარებენ. ისეთ რამეს მეუბნებოდნენ, რაც ჩემთვის გაუგებარი იყო, - მე ხომ ობოლი არ ვიყავი...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება