როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ქართველები სკოლის ბანკეტზე და როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის

როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ქართველები სკოლის ბანკეტზე და როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის

სკოლის დამთავრებას ჯერ ბოლო ზარით, შემდეგ კი ბანკეტით აღვნიშნავთ. ბანკეტისთვის მოსწავლეები განსაკუთრებულად ემზადებიან, ცდილობენ ჩაიცვან განსხვავებულად, ამზადებენ მუსიკალურ ნომრებს, გოგონების უმეტესობა პირველად სწორედ ბანკეტზე იცვამს ქუსლიან ფეხსაცმელს და იკეთებს მაკიაჟს. როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები სკოლის ბანკეტზე და როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის, ამას თავად გვიამბობენ. აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა სკოლის ბანკეტზე საუბრისგან და მითუმეტეს, ფოტოს მოწოდებისგან თავი შეიკავა.

ნინო გაჩეჩილაძე (მსახიობი): მეასე საშუალო სკოლა დავამთავრე, ახლა ეს სკოლა აღარ არსებობს, რის გამოც გული დამწყდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, რატომღაც არ მომწონდა ჩემი სკოლა. უბედნიერესი ვიყავი სკოლას რომ ვამთავრებდი. ყველა განსაკუთრებულად ემზადებოდა ბანკეტისთვის, კაბებს იკერავდნენ, მარგალიტის მძივები და საყურეები შეიძინეს. მე კი წავედი და თმა ბიჭურად შევიჭერი. ვიყიდე სალათისფერი შარვალი და ზედატანი, შევაგროვეთ თანხა და ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში აღვნიშნეთ ბანკეტი. პირველად მაკიაჟი ბანკეტისთვის გავიკეთე. ყველა გაპრანჭული, რომ მიდიოდა ბანკეტზე, მეც ამიტომ გავიკეთე მაკიაჟი. ერთი სული მქონდა, როდის ჩავაბარებდი თეატრალურში, არასდროს მომნატრებია სკოლა. ჩემს სამ კლასელთან ვმეგობრობ. ჩემი კლასელი იყო მსახიობი გუგა კახიანი, თეატრალურშიც ერთად ვსწავლობდით.

ანუნა მდივნიშვილი (მომღერალი): 2012 წელს დავამთავრე 53-ე სკოლა. ბანკეტი ერთ-ერთ რესტორანში აღვნიშნეთ. ძალიან ვეცადეთ, რომ კარგი გამოსულიყო. მთელი კლასი ჩაბმული ვიყავით, ბანკეტის და ბოლო ზარის ორგანიზებაში. შეკრული კლასი ვიყავით, ბიჭებმა გამოგვიარეს, ერთად წავედით რესტორანში და კარგი ბანკეტი გამოვიდა. ჩვენი ბიჭები კარგად მღერიან და ერთად ვიმღერეთ. რაც შეეხება კაბას, რამდენიმე დიზაინერთან ვიყავი, საბოლოოდ კი ისეთი კაბა შევიკერე, რომლის დიზაინიც მე მეკუთვნის.

რუსა ჩაჩუა (მოდელი): ჩემი სკოლის ბანკეტი კარგად არ მახსოვს, რადგან მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა ჩემს ბანკეტზე, კაბა შევიკერე, მაშინ მოდური იყო ტაფტის კაბები, ძვირფასი ნაჭერი შევიძინე და სხვადასხვაფერის კაბები გვეცვა.

მანიკა ასათიანი (ტელეწამყვანი): სკოლა 2010 წელს დავამთავრე. ბანკეტი ერთ-ერთ რესტორანში გადავიხადეთ, მიხაროდა სკოლის დამთავრება, სპეციალურად ბანკეტისთვის ირაკლი რუსაძესთან შევიძინე კაბა. ყველასგან განსხვავებული კაბა მეცვა. ძალიან გავერთეთ ბანკეტზე, ორი თვის გათხოვილი ვიყავი და მოგვიანებით ბაკეტზე ჩემი მეუღლე, ბექაც მოვიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენჯერმე შევიკრიბეთ კლასელები, მაგრამ ვიღაც ყოველთვის გვაკლია. ბანკეტზე კი მთელი კლასი ვიყავით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება