სოციალურ ქსელში "ამბები.გე"-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ("რამდენი მღვდელმსახურია საქართველოს ეკლესიაში და აფინანსებს თუ არა მათ საპატრიარქოს ბიუჯეტი?") ეხმაურებიან.
Ruis Urbnisi: თურმე რას ერჩით, საპატრიარქოდან ხელფასს არ იღებენ და ამიტომაც ძვირდება მათი მხრიდან სარიტუალო მომსახურება, რადგანაც ცხოვრება ყოველწლიურად ძვირდება. გაჭირვებულთა დახმარება საპატრიარქოსათვის გამოყოფილი 25 მილიონიდან პრაქტიკულად არ ხდება და თითქმის სრულად, სასულიერო სწავლა-განათლებაზე და შენობებზე იხარჯებაო. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი ფულის, ამ მიმართულებით და ამ სფეროს დაფინანსებისას, საპატრიარქოს მხრიდან ფულის ნაწილის მოტეხვა უფრო ადვილიცაა, ვიდრე ეს უკიდურესად გაჭირვებულ მრევლზე და გაჭირვებულ სასულიერო პირებზე (სხვათაშორის ესეთებიც არსებობენ), რომ დახარჯულიყო. ბოტკოველი ინტერვიუში არაფერს ამბობს, საპატრიარქოს ძვირად ღირებული ინტერიერის მოწყობა, საიდან ფინანსდება და ის ფული საიდან მოდის.
P. S. სამაგიეროდ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსათვის გამოყოფილი ფულის ნაწილიდან (მოტეხილი ფულის ნაწილიდან), პატრიარქის პირადი მდივანი დადის ხანდახან ევროპაში საშოპინგოდ.
ილია ვაშაკიძე, მღვდელმონაზონი:
"აბა, გამოცანა, ხალხო: აბა ვინ გამოიცნობს, ამას ახლა შიგ რამე აქვს თუ არა?? მხედველობაში თავი მქონდა..
რომელ უფასო სწავლებაზე ლაპარაკობს ან რომელ უფასო სასწავლებლებზე, ბათუმიდან ბავშვს იძულებულს რომ ხდიან გამოიქცეს და ოზურგეთში ბავშვს რომ როზგავენ კლასის წინაშე?? ყველა სტუდენტი, სახელმწიფოს დაფინანსების გარდა, ფულს იხდის სწავლაში (სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გარდა).. ცრუობს რაიკომის მდივანი.."
იხილეთ ასევე: რამდენი მღვდელმსახურია საქართველოს ეკლესიაში და აფინანსებს თუ არა მათ საპატრიარქოს ბიუჯეტი?
პატრიარქის მდივნის თქმით, საპატრიარქოს ბიუჯეტში უმწეოთა დახმარება პრიორიტეტული მიმართულება არ არის