მოსკოვში 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

მოსკოვში 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო РБК იტყობინება. აქტივისტების განცხადებით, ქალაქის მერიამ ოპოზიციასთან საპროტესტო მსვლელობის მარშრუტის შეთანხმებაზე უარი თქვა.

დაკავებულთა შორის პარტია "იაბლოკოს" თავმჯდომარე სერგეი მიტროხინი და უფლებადამცველი ლევ პონომარიოვია. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

რამდენიმე აქტივისტს მოედანი დაატოვებინეს. სამართალდამცველების განმარტებით, ისინი მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის დამონტაჟებას აფერხებდნენ.

"ცვლილებათა მარში" დღეს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა