ვორონეჟის ოლქის ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში მომხდარი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანია დაღუპული. "ტასის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს.
სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება 20 დაშავებული, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ვორონეჟის ნოვოხოპერსკის რაიონში მდებარე ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში ხანძარი შუაღამისას გაჩნდა, დამწვარია 600 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ პალატაში გაჩნდა. თუმცა, ხანძრის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.