ცნობილი მსახიობის რეი ფაინსის შემდეგ საქართველოში მისი და მართა ფაინსი ჩამოვიდა. მართა ფაინსი "პოსტსკრიპტუმმა" ჩაწერა.
ჰოლივუდის ბრიტანელ ვარსკვლავებს საინტერესო ისტორია აქვთ და როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ეპიზოდი ჩვენს ქვეყანას უკავშირდება. მას საქართველოში კლიპი აქვს გადაღებული. თბილისის არქიტექტურამ, ცეკვებმა და სამოსმა მოხიბლა. 25 წლის შემდეგ დაბრუნებული ცდილობს მოინახულოს ყველაფერი ქართული.
P.S.-თან საუბრისას მართა ფაინსმა თქვა, რომ შესაძლოა მომავალში საქართველოში სამუშაოდ დაბრუნდეს.
"გადასაღებად შესანიშნავი ადგილია და შეთავაზება რომლის მიხედვითაც აქ დახარჯული ფულის 20% რეჟისორს უბრუნდება ძალიან კარგია. საქართველოდან წავიღებ ბევრ სითბოს და სიყვარულს", - აცხადებს მართა ფაინსი.