რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი - ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაძლიერება ახალი კონფლიქტების ესკალაციის საფრთხეს ქმნის

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი - ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაძლიერება ახალი კონფლიქტების ესკალაციის საფრთხეს ქმნის

ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაძლიერება და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება ახალი კონფლიქტების შექმნისა და უკვე არსებული კონფლიქტების ესკალაციის საფრთხეს ქმნის. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა რუსეთში აკრედიტირებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"შეშფოთებას იწვევს ნატო-ს სამხედრო პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში არამეგობრულ ხასიათს ატარებს. ალიანსი სამხედრო გაფართოებისკენ მიმართულ საქმიანობის განაგრძობს და აძლიერებს ბლოკის შეიარაღებული ძალების აქტივობას რუსეთის საზღვრების გასწვრივ", - განაცხადა გერასიმოვმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა