იერუსალიმში ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

იერუსალიმში ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

იერუსალიმში პალესტინელი მამაკაცი ავტომანქანით ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა დამნაშავე ადგილზე მოკლეს. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

"ტერორისტის განეიტრალება მას შემდეგ მოხდა, როდესაც ის ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა. შედეგად რვა ადამიანი ჰოსპიტალიზებულია", - განაცხადეს ადგილობრივ პოლიციაში.

ისრაელში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ოქტომბერში დაიძაბა. ამ დრომდე ტერაქტებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 120 კი დაიჭრა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა