რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია, რომელიც 17 დეკემბერს გაიმართება, სამი დღით ადრე რეკორდს ხსნის.
კრემლის ინფორმაციით, წელს, ამ პრესკონფერენციაზე დასასწრებად 1390 ჟურნალისტია აკრედიტებული. ჟურნალისტების მნაქსიმალური რაოდენობა 2008 წელს დაფიქსირდა, როდესაც პრესკონფერენციაზე დასასწრებად 1364 ჟურნალისტი დარეგისტრირდა.
წელს ვლადიმერ პუტინის მე-11 პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციებზე, რომლებიც სამ საათზე მეტხანს გრძელდება, პუტინი გასულ წელს აჯამებს.