"120 გოგონადან, ფეშენ შოუზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, მათ შორის ვიქნები მეც" - ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიოზე"

"120 გოგონადან, ფეშენ შოუზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, მათ შორის ვიქნები მეც" - ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიოზე"

მსოფლიო ყველაზე ლამაზი ქალის გამოსავლენად ემზადება. ღონისძიებას 19 დეკემბერს ჩინეთი უმასპინძლებს, კონკურსში 110 ქვეყნის უმშვენიერესი გოგონა მონაწილეობს. საქართველოდან მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოსაპოვებლად ნუკა ყარალაშვილი იბრძოლებს. ნუკას ქართულ სამოდელო ბიზნესში კარგად იცნობენ, მას საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებაც აქვს. მიზანდასახული გოგონაა, "მის საქართველოს" კონკურსში ადრეც მიიღო მონაწილეობა, თუმცა მაშინ ქვეყნის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტული ვერ მოიპოვა, არ დანებდა და მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდა. ის "მის საქართველო 2015" გახდა. ნუკა ახლა ჩინეთში იმყოფება, საკუთარ გეგმებს და შთაბეჭდილებებს ჩვენს მკითხველს გაუზიარებს.

- განსაკუთრებულად ვემზადები 19 დეკემბრისთვის, სადაც "მის მსოფლიო" გამოვლინდება. ერთი კარგი ამბავი უკვე მოხდა, 120 გოგონადან, ფეშენ შოუზე 30 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, მათ შორის ვიქნები მეც, რაც ძალიან სასიამოვნო ამბავია ჩემთვის.

- როგორ დაგხვდნენ კონკურსის ორგანიზატორები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები?

- ძალიან კარგად დამხვდნენ, არაჩვეულებრივი გარემოა აქ, ფაქტობრივად, ზღაპარში ვარ, რომელიც მალე დამთავრდება. გამარჯვების შანსები, რა თქმა უნდა, დიდ ქვეყნებს უფრო აქვთ, გულშემატკივრების დიდი რაოდენობა ჩამოდის მათ მხარდასაჭერად. მე ძალიან მეხმარება ჩემი სააგენტო "იმიჯ-ცენტრი".

- თავად რა შანსები გაქვს შენი აზრით?

- არ ვიცი, რა შანსები მაქვს. 25 საუკეთესო გოგონას შორის თუ მოვხვდები დიდი წარმატება იქნება ჩვენთვის. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით აფასებენ გოგონებს, ირინა ონაშვილის შემდეგ 25 საუკეთესო გოგონას შორის არავინ მოხვედრილა საქართველოდან, იმის მიუხედავად, რომ უამრავი ლამაზი გოგონა იყო მას შემდეგ "მის მსოფლიოზე" ჩვენი ქვეყნიდან. ძალიან რთულია ამდენ ლამაზ გოგონას კონკურენცია გაუწიო, ვნახოთ რა იქნება. მოვხვდები თუ არ მოვხვდები, მე მაინც ამაყად წარვადგენ საქართველოს "მის მსოფლიოზე".

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება