რუსი ოლიგარქის შვილმა დედა დაახრჩო

რუსი ოლიგარქის შვილმა დედა დაახრჩო

10 დეკემბერს, ღამის 12 საათზე ყაზანის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში სასტუმრო კომპლექს "კორსტონის" თანამშრომელმა დარეკა და მდგმურის არაადეკვატური ქმედების შესახებ განაცხადა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ძლიერი ნარკოტიკული საშუალების მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მის ნომერში 44 წლის დედის გვამი აღმოაჩინეს, რომელსაც მრავალი იარა და ჩალურჯება ჰქონდა, სიკვდილი კი ასფიქსიის შედეგად იყო დამდგარი. გამოძიების ვერსიით, მსხვერპლი მობილურის დამტენით დაახრჩეს. მკვლელი ოლიგარქ იგორ სოსინის შვილი, 19 წლის ეგორ სოსინია.

გამოფხიზლების შემდეგ მკვლელმა პოლიციას მოუყვა, რომ დედასთან ერთად მოსკოვიდან ყაზანში ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ ჩავიდა. ეგორის თქმით, დედამისმა აბები დაალევინა, რომლებმაც ჰალუცინაციები გამოიწვიეს. ბიჭი აცხადებს, რომ არ ახსოვს, როგორ ცემა და დაახრჩო დედა.

ეგორ სოსინი მშობლების ყურადღებით განებივრებული არ ყოფილა. სოციალურ ქსელში ოჯახთან დამოკიდებულების შესახებ წერდა, რომ მათგან დამოუკიდებლად ცხოვრება სურდა.

"სკოლაში ყოფნისას უფრო მეტი მინდოდა, მშობლებმა ძალიან ცოტა რამ მომცეს" - ამბობს ეგორი. ეგორი ელექტრონული მუსიკითაა გატაცებული და დიჯეი სეტებს უკრავს. მამამისი იგორ სოსინი მაღაზიათა ქსელ "სტარიკ ჰოტაბიჩის" მფლობელი და OBI-ს აქციონერი გახლავთ. ის ეგორის დედას რამდენიმე წლის წინ დაშორდა.

მომზადებულია super.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა