ვინ წარადგენს საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე

ვინ წარადგენს საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენენ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსი უკვე გამოაცხადა. სიმღერა სპეციალურად ამ შემსრულებლებისთვის (ჟანრის გათვალისწინებით - ალტერნატიული და ინდი როკის მიქსი ელექტრონული მუსიკის ელემენტებით) უნდა შეიქმნას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა, რომელიც არსად გაჟღერებულა (CD ფორმატი), ავტობიოგრაფია და ფოტოსურათი. სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

განაცხადები მიიღება - 15 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით.

შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 5 სიმღერა, მათ შორის საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური და მაყურებელი გამოავლენენ. სწორედ ამ სიმღერით წარდგებიან 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz.

2016 წლის ევროფესტივალს შვედეთი მასპინძლობს. ევროვიზიის ფინალი 14 მაისს გაიმართება.

წყარო: eurovision-georgia.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება