ყველაზე მიმზიდველი მასწავლებლები კინოში

ყველაზე მიმზიდველი მასწავლებლები კინოში

გახსოვთ ქიმიის მასწავლებელი, რომელიც ყველა გოგოს უყვარდა კლასში? და ახალგაზრდა გეოგრაფიის მასწავლებელი ვიწრო კაბით, რომელზეც ყველა ბიჭი გიჟდებოდა? ყველა ჩვენგანს შეუძლია ასეთი ისტორიის გახსენება. დღეს წარმოგიდგენთ ყველაზე სექსუალურ მასწავლებლებს, ვინც დიდ ეკრანზე გამოჩენილა.

მისის დი (ელიზაბეტ ჰარლი) ”სურვილებით დაბრმავებული”

ეშმაკს მრავალი სახე აქვს, ხშირად ძალიან მაცდური. ლიზ ჰარლი ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს: სექსუალური მასწავლებლის ფორმაში გამოწყობილი, ის მოსწავლეებს გაკვეთილს უტარებს და ბრენდონ ფრეიზერის პერსონაჟს აცდუნებს. მისი შემხედვარე ცდუნების გაძლება თითქმის შეუძლებელია.

შება ჰართი (კეიტ ბლანშეტი), ”სკანდალური დღიური”

ხელოვნებათმცოდნეობის მასწავლებელი შება ჰართი ქორწინებაში ბედნიერი არაა და 15 წლის მოსწავლესთან რომანში პოულობს შვებას. საზოგადოება დირექტორის ხელმძღვანელობით, მკაცრად კიცხავს მას, მაგრამ ლამაზმანი კეიტ ბლანშეტის შემხედვარე, მის ”მსხვერპლს” შესაძლებელია გაუგო.

ფილ ვენიკი (ბრედლი კუპერი, ”ნაბახუსევი”)

"ნაბახუსევის" მთავარი გმირი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და უამრავ სასიყვარულო წერილს იღებდა. კარგია, რომ დირექტორმა არაფერი იცოდა მისი ვეგასში გატარებული დროის შესახებ, თორემ საბჭოს წარუდგენდა მისი მორალური იმიჯის შესახებ მოხსენებას.

ჰენრი ჯონსი (ჰარისონ ფორდი) ”ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა”

ისტორიის მასწავლებელი უცვლელი ბაფთით და იუმორის შესანიშნავი გრძნობით. თუმცა მისი ადგილი საკლასო ოთახში ნამდვილად არაა, ბატონი ჯონსის სული თავგადასავლებისკენ მიიწევს.

ელიზაბეტ ჰელსი (კამერონ დიასი), ”ძალიან ცუდი მასწავლებელი”

მეშვიდე კლასის სექსუალური ხელმძღვანელი - ბიჭებს განსაკუთრებით გაუმართლათ. მის ჰელსი სტრიპტიზის მოცეკვავესავით იცვამს და ფონდის ფულს მოსწავლეებს ახალი მკერდის გასაკეთებლად ართმევს. ამ ფილმში საერთოდ იდეალური მასწავლებლების ჯგუფია: ელიზაბეტის კოლეგებს ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯეისონ სიგელი თამაშობენ.

მომზადებულია teleprogramma.pro-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება