ჩინეთი კანადისგან სუფთა ჰაერს ყიდულობს - ქილა 20 დოლარი ღირს

ჩინეთი კანადისგან სუფთა ჰაერს ყიდულობს - ქილა 20 დოლარი ღირს

კანადური კომპანია, რომელიც ბოთლებში დაფასოებულ "მთის ჰაერს" ყიდის, აცხადებს, რომ ჩინეთში გაყიდვები წარმატებულია.

კომპანია Vitality Air გასულ თვეს ჩინეთის ბაზარზე გავიდა და 500 ქილა ჰაერი ორ კვირაში გაიყიდა. "ახლა ძალიან ბევრი წინასწარი შეკვეთები მოგვდის ბოთლის ჰაერზე, უკვე ათასამდე შეკვეთა მივიღეთ", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ჰაერი 14 დოლარიდან 20 დოლარამდე ღირს, ბოთლის ზომის მიხედვით. გასულ კვირას პეკინში პირველად დახურეს სკოლები ჰაერის ცუდი ხარისხის გამო. Vitality Air-ს დამფუძნებელი მოსე ლამი ყვება, რომ ბიზნესის იდეა მაშინ მოუვიდა, როდესაც "იბეიზე" ნახა, როგორ იყიდებოდა ჰაერი 99 ცენტად. მისი თქმით, ბოთლის ჰაერით ავსებას ათი საათი სჭირდება.

"ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს, რადგან ყოველი ბოთლი ხელით ივსება. სუფთა ჰაერის გამოყენება გვინდა, ამიტომ მანქანებით არ ვტუმბავთ ბოთლში ჰაერს", - განაცხადა ლამმა.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა