პუგაჩოვა-გალკინისა და მათი ტყუპების პირველი ფოტოსესია ჟურნალისთვის

პუგაჩოვა-გალკინისა და მათი ტყუპების პირველი ფოტოსესია ჟურნალისთვის

რუსული შოუბიზნესის ყველაზე ხმაურიანი წყვილი - ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი პირველად წლების მანძილზე, შვილებთან ერთად გამოჩნდნენ გამოცემა Телесемь-ის გარეკანზე. ფოტოგადაღებები წყვილის აგარაკზე მიმდინარეობდა. წამოზრდილი ჰარი და ელიზაბეტი დედ-მამასთან ერთად სიამოვნებით პოზირებდნენ ფოტოკამერის წინ.

ფოტოებში კარგად ჩანს მომღერლის განსხვავებული იმიჯი: პუგაჩოვა წონაში შესამჩნევად დაკლებულია და კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. პრიმადონა აღნიშნავს, რომ დაკლების შემდეგ რადიკალურად შეცვალა გარდერობი. "ჩემმა სტილისტმა მაიძულა გავმხდარიყავი და კიდევ უფრო გავახალგაზრდავებულიყავი, თავი 20 წლით უმცროს ქალად მეგრძნო და მადლობა მას ამისთვის".

ტყუპებს, რომლებიც წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა, მალე 2 წელი უსრულდებათ. როგორც ახალბედა მამა ამბობს, ორივე ძალიან მუსიკალურია, ლიზა კარგად ცეკვავს. გოგონა ალას გავს, პატარა ჰარი კი მისი ასლია.

starhit.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება