რა ბედი ეწია "მოირას" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ბრძოლაში - "ოსკარის" შორთლისტი გამოქვეყნდა

რა ბედი ეწია "მოირას" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ბრძოლაში - "ოსკარის" შორთლისტი გამოქვეყნდა

"ოსკარის" 2016 წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში 9 ფილმი დაწინაურდა და მათ შორის სამწუხაროდ, ვერ მოხვდა ლევან თუთბერიძის "მოირა".

"შორთლისტი" ასე გამოიყურება:

ბელგია - "The Brand New Testament"

კოლუმბია - "Embrace of the Serpent"

დანია - "A War"

ფინეთი - "The Fencer"

საფრანგეთი - "Mustang"

გერმანია - "Labyrinth of Lies"

უნგრეთი - "Son of Saul"

ირლანდია - "Viva"

იორდანია - "Theeb"

8 ფილმისგან შემდგარი მოკლე სია კიდევ უფრო შემცირდება და "ოსკარის" 5 საბოლოო ნომინანტი 14 იანვარს დასახელდება. შეგახსენებთ, "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოქროს ქანდაკების გარეშე დარჩა ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ნამუშევარი "მანდარინები." ჯილდო ამ ნომინაციაში 2015 წლის დასაწყისში პოლონურმა ფილმმა "იდამ" მოიპოვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება