არსენ ავაკოვის "ბიჭუნა გამოძახებით"? - რა ვიდეო გაუვრცელეს უკრაინის შს მინისტრს

არსენ ავაკოვის "ბიჭუნა გამოძახებით"? - რა ვიდეო გაუვრცელეს უკრაინის შს მინისტრს

რამდენიმე უკრაინულ საიტზე ვიდეო გაჩნდა, რომელშიც როგორც უკრაინული ჟურნალისტები ამტკიცებენ, ახალგაზრდა ბიჭი, სახელად მაქსიმი არის აღბეჭდილი და უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვთან სექსის შესახებ ყვება.

სააგენტოები იუწყებიან, რომ ვიდეო ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. ვიდეოში ახალგაზრდა ბიჭი ამბობს, რომ ის მამაკაცი გამოძახებითაა და მინისტრი მან ინტერნეტით გაიცნო. მისი თქმით, ავაკოვმა მას ფულის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება შესთავაზა. მაქსიმის თქმით, მათი ურთიერთობა ორი წელი გაგრძელდა. მან ვიდეო წარმოადგინა, სადაც აღბეჭდილია მისი და კირშის ურთიერთობები. ვიდეოს ავთენტურობა ამჟამად დგინდება.

თავის მხრივ, ავაკოვმა განაცხადა, რომ არ აპირებს ის "ამ იდიოტიზმზე კომენტარის გაკეთებას". მან აღნიშნა, რომ ბიჭი, რომელიც გეი პარტნიორად გამოაცხადეს, სინამდვილეში კირშის მასაჟისტია.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა