ჰილარი კლინტონი ISIS-ის გაძლიერებაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს

ჰილარი კლინტონი ISIS-ის გაძლიერებაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის გამართული მორიგი სატელევიზიო დებატების მთავარი თემა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

დებატები, რომელშიც სამი პოლიტიკოსი მონაწილეობდა, ნიუ ჰემფშირში გაიმართა. კანდიდატები ერთმანეთს ყველაზე მწვავედ სწორედ სირიის კრიზისის განხილვის დროს დაუპირისპირდნენ.

ჰილარი კლინტონმა ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებაში ბაშარ ასადის რეჟიმი დაადანაშაულა, დონალდ ტრამპს კი მუსლიმების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო დაჯგუფების საუკეთესო ლობისტი უწოდა. კლინტონის კონკურენტებმა  აღნიშნეს, რომ ვაშინგტონმა სხვა ქვეყნებში ხელისუფლების ცვლილებაზე მეტად, რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაზე უნდა იფიქრონ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის ამ დრომდე ჰილარი კლინტონი ლიდერობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა