პუტინი - არავის უნდა იმის დაჯერება, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენის მიზანი არ აქვს

პუტინი - არავის უნდა იმის დაჯერება, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენის მიზანი არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არავის უნდა იმის დაჯერება, რომ რუსეთს არ გააჩნია მიზანი, აღადგინოს საბჭოთა კავშირი.

მისი თქმით, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ევროპისა და აშშ-ს პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში. ეს განცხადება რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ სოლოვიევის ფილმში გააკეთა, რომლის სათაურია "მსოფლიო წესრიგი".

"უკრაინას რაც ეხება და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების პოზიცია დაკავშირებულია არა უკრაინის ინტერესების დაცვასთან, არამედ საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის ხელის შეშლისკენ არის მიმართული და არავის სურს ჩვენი დაჯერება, რომ არ არის ჩვენი მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენა", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობა რუსეთის პარტნიორებს დაძინების საშუალებას არ აძლევს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა