სირიაში რუსეთის ავიაიერიშებს 43 ადამიანი ემსხვერპლა

 სირიაში რუსეთის ავიაიერიშებს 43 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ იდლიბზე, რუსული სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავადა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ამოჰყავთ ნანგრევებიდან დაღუპულები და დაშავებულები. მაშველებს დახმარებას რიგითი მოქალაქეებიც უწევენ. მათი თქმით, ნანგრევებიდან ამოყვანილი 30-ზე მეტი ცხედრის ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რუსეთის ძალებმა, საჰაერო თავდასხმა ხალხმრავალ ადგილას, ბაზარზე, საცხოვრებელ სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე მიიტანა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა