დაკოტა ჯონსონმა ჰაიდი კლუმს შეყვარებული წაართვა

დაკოტა ჯონსონმა ჰაიდი კლუმს შეყვარებული წაართვა

როგორც ჩანს, 42 წლის სუპერმოდელ ჰაიდი კლუმს ცუდი დრო დაუდგა. როგორც ამერიკული ტაბლოიდები იუწყებიან, ფილმ ”გრეის 50 ელფერის” ვარსკვლავმა დაკოტა ჯონსონმა ჰაიდის 29 წლის ბოიფრენდი, ვიტო შნაბელი წაართვა.

პაპარაცებმა ვიტო 26 წლის მსახიობთან ერთად ბარში შენიშნეს. წყვილი არც ცდილობდა რომანის დამალვას. როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან, ბარიდან წასვლის შემდეგ წყვილი ვიტოს ნიუ-იორკის ბინაში გაეშურა.

შნაბელის და ჯონსონის რომანი ერთი თვის წინ დაიწყო. დღემდე ისინი ახერხებდნენ საკუთარი ურთიერთობის დამალვას. სავარაუდოდ, მათ შორის ფლირტი საქველმოქმედო საღამოზე დაიწყო, როდესაც მათ ერთ მაგიდასთან მოუწიათ დასხდომა. როგორც საღამოს სტუმრები იხსენებენ, ჯონსონმა და ვიტომ ერთმანეთზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

ჰაიდი კლუმს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ის და ვიტო ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება