"როგორც კი პოსტს დატოვებს, ძაღლივით ვცემ" - რას იხსენებს სააკაშვილზე უკრაინელი ოლიგარქი სკანდალურ ინტერვიუში

"როგორც კი პოსტს დატოვებს, ძაღლივით ვცემ" - რას იხსენებს სააკაშვილზე უკრაინელი ოლიგარქი სკანდალურ ინტერვიუში

უკრაინელმა ოლიგარქმა, იგორ კოლომოისკიმ გამოცემა "პოლიტიკოს" სკანდალური ინტერვიუ მისცა. კოლომოისკიმ უკრაინული პოლიტიკური სპექტრის მოთამაშეებზე საკმაოდ უხეშად ისაუბრა. მან უკრაინის პრზიდენტ პეტრო პოროშენკოს ვიქტორ იანუკოვიჩის რეინკარნაცია უწოდა.

"ეს იგივე სისხლია, იგივე ხორცის რეინკარნაცია. თუ იანუკოვიჩი უვიცი დიქტატორი იყო, პოროშენკო განათლებული უზურპატორია, საკუთარი ძალაუფლების მონა, რომელიც აბსოლუტური ძალაუფლებისკენ მიიწევს", - განაცხადა კოლომოისკიმ.

ოლიგარქმა იულია ტიმოშენკოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მხარს არ უჭერს: "მე არ შემიძლია მისი მხარდაჭერა იმიტომ, რომ ის მეძავია. შეუძლებელია ცოტათი ფეხმძიმედ იყო. არ შეიძლება თამაშობდე ოპოზიციონერის როლს და ამავდროულად მთავრობაში იყო. ეს ამორალურია".

რაც შეეხება ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, მასზე საუბრისას ოლიგარქმა პირობა დადო, რომ როგორც კი სააკაშვილი პოსტს დატოვებს, ის მას აუცილებლად გალახავს.

"სადმე რომ დავინახო, თავს გავუტეხავ. როგორც კი პოსტს დატოვებს, ძაღლივით ვცემ", - აღნიშნა კოლომოისკიმ. მისი თქმით, საკაშვილისადმი ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება არ ჰქონია. 2011 წელს ისინი ერთად ისვენებდნენ ხორვატიაში, იახტაზე.

"საყვარელთან ერთად იყო, თავის დიდძუძუებიან ეკონომიკის მინისტრთან ერთად. მე ფულიც კი მივეცი სააკაშვილს, როდესაც კენჭს იყრიდა", - აღნიშნა კოლომოისკიმ.

ის აგრეთვე ყვება, რომ სანამ სააკაშვილს გუბერნატორად დანიშნავდნენ, დნეპროპეტროვსკში იმყოფებოდა. მაშინ ის ამბობდა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო კოლომოისკის მუშაობით.

"გვაქო და გვადიდა, ქართულ სადღეგრძელოებს გვიძღვნიდა. გვეუბნებოდა, მშვენიერი ხალხი ხართო, მაქებდა, პუტინის ნომერ პირველი მტერი შენ ხარო. შემდეგ კი წავიდა და ჩემი თანამებრძოლის, პალიცინის პოსტზე დანიშვნა თხოვა პოროშენკოს", - ყვება კოლომოისკი.

შეგახსენებთ, ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნისას სააკაშვილმა კოლომოისკის "ბანდიტი" და "კონტრაბანდისტი" უწოდა, ოლიგარქმა კი მას "სადრუნჩის გარეშე მყეფავი ძაღლი" და "ჟღვინტლიანი ნარკომანი" უწოდა.

მომზადებულია inshe.tv-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა