წელს "ისლამურმა სახელმწიფომ" კონტროლირებადი ტერიტორიის 14% დაკარგა

 წელს "ისლამურმა სახელმწიფომ" კონტროლირებადი ტერიტორიის 14% დაკარგა

მიმდინარე წელს "ისლამურმა სახელმწიფომ" მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 14% დაკარგა. ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული ინსტიტუტი IHS Jane's-ი იტყობინება. კვლევის თანახმად, ისლამისტების მიერ დაკავებული ტერიტორიები სირიასა და ერაყში 12 800 კვადრატული კილომეტრით, 78 000 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

კერძოდ, ისლამისტებმა დაკარგეს სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი თელ-აბიადი, ერაყის ქალაქი ტიკრიტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერაყის ქალაქ ბაიჯიში. გარდა ამისა, ისლამისტები აღარ აკონტროლებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალს, რომელიც სირიის ქალაქ რაყას ერაყის ქალაქ მოსულთან აკავშირებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა