კოლუმბიელი ადრიანა გუტიერესი, რომელიც "მის სამყაროს" გვირგვინის მფლობელი მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
21 წლის მოდელი სილამაზის კონკურსის ორგანიზატორებისგან მორალური ზიანისთვის კომპენსაციას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების წამყვანმა კოლუმბიის წარმომადგენელი გამარჯვებულად შეცდომით გამოაცხადა და მას გვირგვინიც დაადგეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ რეალურად, "მის სამყარო" ფილიპინების წარმომადგენელი იყო. დაშვებული შეცდომისთვის წამყვანმა ბოდიში მოიხადა და გვირგვინიც ნამდვილ გამარჯვებულს გადასცეს.